Wednesday, 25 June 2014

მეოთხე დღე

ვიმუშავეთ მეორე მოდულზე: სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე. ვთვლი, რომ სწორად დაგემილი პროექტი წარმატების საწინდარია, ამიტომ მნიშვნელოვანია სტანდარტით განსაზღვრული შედეგების სწორად  გამოვლენა და მასზე დაყრდნობილი მიზნების დასახვა. ვიმსჯელეთ  მიმართულების მიმცემი შეკითხვების (ზოგადი, თემატური,  შინაარსობრივი) და რუბრიკის შესახებ. შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაოები, რამაც დაგვანახა, რომ ამ ტიპის შეკითხვები ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და უვითარებს მათ სააზროვნო უნარ-ჩვევებს. ნამუშევრები გავუგზავნეთ ტრენერს მიბმული ფაილით ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ჩემს პრაქტიკაში  ფართოდ დავნერგავ შეკითხვების ამ ფორმებს. ზოგიერთი საკითხი დღევანდელ თემაში ბუნდოვნად გავიგე, კერძოდ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ხელახლა დავუბრუნდები ამ საკითხს.  იმედი მაქვს მუშაობისას წარმოქმნილ პრობლემებს გავუმკლავდები. წარმატებებს ვუსურვებ ტრენინგის ყველა მონაწილეს!

No comments:

Post a Comment