Monday 7 July 2014

მერვე დღე

    ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა ინტერნეტში. ძალიან მოსახერხებელია, მომწონს, რადგან ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება იმუშაო და შეინახო იმფორმაცია.  ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე. ვნახეთ ფილმი გომბეშოს შესახებ.  ყველას გვყოლია კარგად გასუქებული გომბეშო (გაღიმებული სმაილკი), მაგრამ მოვერევით აუცილებლად!!! რა კარგი იქნებოდა დღე-ღამეში 48 საათი რომ ყოფილიყო(მეოცნებე სმაილკი) !  ყველაფერი კარგად იქნება!

მეშვიდე დღე

   გარკვეული მიზეზერბის გამო მეშვიდე დღის რეფლექსია დავაგვიანე.  ვისწავლეთ სხვის ბლოგზე შესვლა და კომენტარის გაკეთება. ტესტების შედგენა სპეციალური პროგრამით ძალიან მომეწონა, რადგან ბევრი დრო მეხარჯებოდა ტესტების შედგენასა და გასწორებაზე. აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში ამ პროგრამას. სამწუხაროდ მიგროვდება დავალებები. ნაწილს ვასრულებ ,მაგრამ დრო არ მყოფნის. ვღელავ, არ მინდა შევრცხვე. ყველას წარმატებებს ვუსურვებ!

პორტფოლიო

დააჭირეთ აქ და ჩამოტვირთეთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

Wednesday 2 July 2014

მეექვსე დღე

საკმაოდ საინტერესო დღე იყო, შევქმენით მოსწავლის ნიმუში და განვათავსეთ ინტერნეტში. ცოტა რთული პროცესი გამოდგა ჩემთვის. ხელახლა უნდა ვიმუშაო ,რომ ჩამოვიყალიბო ჩვევები. ვფიქრობ ბავშვები ხალისით გააკეთებენ მსგავს სამუშაოებს და თან ჩვენზე სწრაფად და იოლად.დგითი-დღე სამუშაოების რაოდენობა იმატებს. ვცდილობ მოვერიო.

პრეზენტაცია