Sunday 29 June 2014

მესამე მოდული

              კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის. ვიმუშავეთ PoverPoint-ში სლაიდების შექმნაზე. ვიმსჯელეთ საავტორო უფლებებზე და მასალების გამოყენების  წესებზე.                          ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ იგი  მოსწავლეებს ეხმარება საჭირო მასალების სწრაფად მოპოვებაში, რედაქტირებაში, სასწავლო კავშირების დამყარებაში,ონლაინ რეჯიმში პროექტებზე ერთობლივად მუშაობაში  და ნამუშევრების გაზიარებაში.
              ვნახე ვიდეო-გაკვეთილები PoverPoint-ში მუშაობის შესახებ. ძალიან მომეწონა. ვცდილობ კარგად ავითვისო მასალა, რომ მრავალმხრივ გამოვიყენო PoverPoint-ის შესაძლებლობები და საინტერესო გავხადო ჩემი პროექტები.

Wednesday 25 June 2014

მეოთხე დღე

ვიმუშავეთ მეორე მოდულზე: სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე. ვთვლი, რომ სწორად დაგემილი პროექტი წარმატების საწინდარია, ამიტომ მნიშვნელოვანია სტანდარტით განსაზღვრული შედეგების სწორად  გამოვლენა და მასზე დაყრდნობილი მიზნების დასახვა. ვიმსჯელეთ  მიმართულების მიმცემი შეკითხვების (ზოგადი, თემატური,  შინაარსობრივი) და რუბრიკის შესახებ. შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაოები, რამაც დაგვანახა, რომ ამ ტიპის შეკითხვები ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და უვითარებს მათ სააზროვნო უნარ-ჩვევებს. ნამუშევრები გავუგზავნეთ ტრენერს მიბმული ფაილით ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ჩემს პრაქტიკაში  ფართოდ დავნერგავ შეკითხვების ამ ფორმებს. ზოგიერთი საკითხი დღევანდელ თემაში ბუნდოვნად გავიგე, კერძოდ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ხელახლა დავუბრუნდები ამ საკითხს.  იმედი მაქვს მუშაობისას წარმოქმნილ პრობლემებს გავუმკლავდები. წარმატებებს ვუსურვებ ტრენინგის ყველა მონაწილეს!

Tuesday 24 June 2014

მესამე დღე

კმაყოფილი ვარ დევანდელი დღის. შევქმენით საქაღალდეები, გავეცანით რესურსებს, გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს ჩეკლისტს. სამუშაო ძალიან ბევრია, მაგრამ საინტერესო და საჭირო.  ბევრი დრო მჭირდება, რომ კარგად გავერკვე მოცემულ დავალებებში და შევასრულო.  სამწუხაროდ დროის დეფიციტი მიშლის ხელს. ვეცდები ძირითადი სამუშაოები დროზე წარმოვადგინო.

Saturday 21 June 2014

ტრენინგის მეორე დღე

ვიმუშავეთ ელ-ფოსტით წერილის გაგზავნაზე.  არ გამჭირვებია.ბლოგის შექმნისას კომპიუტერს პრობლემები შეექმნა და მუშაობა მჭირდება რომ განვამტკიცო ცოდნა.გავეცანი მოდულს, ძალიან საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმე გველის. იმედი მაქვს დავძლევ.